სასწავლო პროექტი

HAW TO STAY HEAlTHY? 
როგორ ვიყოთ ჯამრთელი?


პროექტის მთავარი იდეა: ჯანმრთელი თაობა ჯანსაღი მომავალია ჩვენი ქვეყნის.

პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალობა მდგომარეობს იმაში რომ, ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეიძინონ მეტყველებისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევა, გაიმდიდრონ და დაეუფლონ ინგლისურ ენაზე ახალ ლექსიკურ ბაზას. შეიძინონ და განავითარონ უცხო ენაზე აზროვნების უნარ– ჩვევა.

მოსწავლეთა ასაკი: 9–10 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: შეეძლებათ მარტივ დიალოგებსა და სცენებში მონაწილეობის მიღება, შეეძლებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება. ექნებათ ფოტოებზე მუშაობის უნარ–ჩვევა, ეცოდინებათ პლაკატის დამზადება.

რესურსები: სახატავი ფურცელი, სტიკერი, ფერადი მარკერი, ფოტო აპარატი, ფურცელი პლაკატისთვის.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხ.IV.5. მოსწავლე  იძენს მეტყველებისთვის აუცილებელ უნარ–ჩვევას (აქვს სათანადო გამოთქმა, იცავს ინტონაციას) იმდიდრებს/ ეუფლება ლექსიკურ ბაზას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და  სცენებს.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. ვყოფ კლასს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მოიძიებს  ან  დახატავს  ბოსტნეულისა და ხილის სურათებს. მეორე ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას თავისი თანატოლების ცხოვრების წესის შესახებ. ჩამოვაყალიბეთ შემდეგ კითხვები:
Do you like vegetables and fruits?
what is your favourite vegetables and fruits?
Do you play sport?
Do you wosh your hands?
when do you go to sleep?
Do you  brash your teeth?
აქტივობა 2. ვაგროვებ ინფორმაციას, ვასწორებ და ვაძლევ მითითებებს.
აქტივობა 3.მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას, იღებენ ინტერვიუს,ფოტოებს.
აქტივობა 4. ვაგროვებ და ანალიზს ვაკეთებ მოპოვებულ მასალებზე.
აქტივობა5. ვამზადებთ პლაკატს  შეგროვილი მასალებით, სადაც დაკრულია მოსწავლეების მიერ გადაღებული სურათები, რომლესაც შეუსაბამებთ ინგლისურ ენაზე ჩვენს რჩევებს.

 პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა მექვაბიშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: khatunameqvabishvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий